მეორე ბუნდესლიგის საწყის ტურში ბუდუ ზივზივაძემ საოცრება ჩაიდინა: 0:2-დან მარტომ ამოქაჩა და ჰეთ-თრიქით „კარსლრუეს“ 3:2 მოაგებინა.
ბუნდესლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ორ ტურში გასული საუკეთესო 5 გოლი გამოარჩია და ამ ხუთში ორი სწორედ ქართველისაა.
ხუთეულში მის მიერ გატანილი პირველი (45+2 წთ) და მეორე გოლები (73-ე წთ) მოხვდა.
შეგახსენებთ, ჩვენიანი პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს.
GIPHY App Key not set. Please check settings