in

ბუდუს მაგარი გოლი არ ჩაუთვალეს: კარლსრუე VAR-თან დამარცხდა

ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ მეორე ბუნდესლიგის მე-11 ტურში „ჰანოვერს“ ესტუმრა და ბოლოსკენ დამარცხდა – 1:2.

ქართველი ფორვარდი ძირითადში იყო და ბოლომდე ითამაშა. პირველი ტაიმში ჩვენიანმა მაგარი გოლი გაიტანა: მეორე ფლანგიდან ჩაუწოდეს, ბუდუ გამოექანა, ახტა და ბილიარდის ბურთივით თავური დარტყმით შორეულ კუთხეში ჩასვა. სამწუხაროდ, პასის გამკეთებელი თანაგუნდელი, რომელსაც ბურთი რიკოშეტით მიუვიდა მეტოქისგან, თამაშგარეში აღმოჩნდა და VAR-მა გოლი გააქმა.

მეორე ნახევარში ბუდუს კიდევ შეეძლო გატანა. ერთ ეპიზოდში საჯარიმოს ხაზთან კედელი გაითაშა, საჯარიმოში შევიდა და შეეცადა მეკარისთვის ელეგანტურად გადაეგდო თავზე, მაგრამ ზედმეტი მოუვიდა და ბურთი ზემოთან გადაცდა კარს.

თამაშის მიწურულს კი თავით დარტყმის საშუალება ისევ მიეცა, კარგი ეპიზოდი იყო, მაგრამ აქაც ააცილა.

საერთო ჯამში, ზივზივაძეს კარგი მატჩი ჰქონდა, უკან ხშირად ჩადიოდა, ბევრს მოძრაობდა, მცველებს აწუხებდა.

შეფასებები: sofascore – 7.1, flashscore – 6.6, whoscored – 6.5.

თამაშის ბოლოსკენ დანიშნული პენალტის ეპიზოდიც კარგა ხანს გაიწელა. ჯერ VAR-ის ოთახში ვერაფრით გაერკვნენ და მსაჯი თავადაც წავიდა სანახავად და ბოლოს მაინც დადება გადაწყვიტა. მოკლედ, „კარლსრუეს“ VAR-თან მოუწია ჭიდილი და არ გაუმართლა.

ჰანოვერი – კარლსრუე 2:1
გოლები: 0:1 ფრანკე (45), 1:1 ნგანკამი (66), 2:1 ჰალსენბერგი (89, პენ)

„კარლსრუე“ ამ მომენტისთვის 19 ქულით მე-4 ადგილზეა და 10 ნოემბერს „პროისენს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უეფამ საქართველო დააჯარიმა: ალბანეთთან კარგად ვერ მოვიქეცით

ვიდეო: ბასილაშვილმა სეულის ტურნირი მოიგო და 96 საფეხურით წინ წაიწია