ევროპაში ქართველების გუნდები გადაეკვეთნენ.
კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“სტუმრად 2:1 დაამარცხა.
სამწუხაროდ, არცერთი ჩვენიანი ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა. გოჩოლეიშვილი მოედანზე 77-ე წუთზე შევიდაა, ხოლო ზივზივაძე 61-ეზე.
კოპენჰაგენი – ჰაიდენჰაიმი 1:2
გოლები: 1:0 ლარსონი (45+1), 1:1 კელერი (59), 1:2 ზირსლებენი (85)
განმეორებითი მატჩი 20 თებერვალს გერმანიაში გაიმართება.
ლაშა დვალის აპოელ სლოვენიურ „ცელიეს“ ესტუმრა და ფრეს მიაღწია – 2:2. მიაღწია იმიტომ, რომ ქართველი მცველი გააძევეს.
დვალმა პირველი ყვითელი ბარათი 57-ე წუთზე მიიღო, 73-ე წუთზე კი მეორედ გააფრთხილეს და მოედნის დატოვება მოუწია.

ცელიე – აპოელი 2:2
გოლები: 1:0 კუჩისი (2), 1:1 აბაგნა (33), 2:1 კუჩისი (59), 2:2 ლაიფისი (70)
გაძევება: დვალი (73, აპოელი)
გამოუყენებელი პენალტი: კუჩისი (59, ცელიე)
განმეორებითი მატჩი 20 თებერვალს კვიპროსში გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings