ბუდუ ზივზივაძემ კიდევ ერთი ყოჩაღი მატჩი ჩაატარა. მისმა „ჰაიდენჰაიმმა“ დარჩენისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ „კილს“ უმასპინძლა და 3:1 მოუგო. ამაში ჩვენიანის წვლილი დიდია.
ბუდუმ მეორე გოლი გაიტანა. 47-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი და შორეულ კუთხეში დაბალი დარტყმით ლამაზი გოლი შეაგდო.
მატჩის ბოლოს კი მისი ასისტით დაფიქსირდა საბოლოო ანგარიში.
26-ე ტურის შეხვედრაში ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა.
ზივზივაძეს ბუნდესლიგაში ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
ბუდუმ ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: whoscored – 9.2, sofascore – 9.0, flashscore – 8.4.

ჰაიდენჰაიმი – ჰოლშტაინ კილი 3:1
გოლები: 1:0 პირინგერი (33), 2:0 ზივზივაძე (47), 2:1 ჰარესი (87), 3:1 კონტე (90+3)
„ჰაიდენჰაიმმა“ 9-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 28 ტურის შემდეგ 19 ქულით მე-19 ადგილზე ავიდა და სწორედ „კილს“ გადაასწრო (17). 29 მარტს კი „ვოლფსბურგს“ ესტუმრება.
GIPHY App Key not set. Please check settings