ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ სტუმრად „ვოლფსბურგს“ მოუგო – 1:0 და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მიამატა აქტივს.
ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და თავისი წვლილიც შეიტანა. სამწუხაროდ, ბოლო წუთზე კონტრშეტევის წამოწყებისას ისე შეაჩერეს, რომ მოედნის დატოვება მოუხდა, თავად ითხოვა დახმარება.
ბუდუს შანსები ჰქონდა, ერთხელ მეკარემ აჯობა, მეორედ არაზუსტად დაარტყა. ზოგადად აქტიურობდა და მომენტების შექმნას ცდილობდა.
შეფასებები: sofascore – 6.9, flashscore – 6.9, whoscored – 6.5.
ვოლფსბურგი – ჰაიდენჰაიმი 0:1
გოლი: პირინგერი (16, პენ)
„ჰაიდენჰაიმმა“ ბოლო 3 მატჩიდან 2 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა.
27 ტურის შემდეგ 22 ქულა დააგროვა, მე-16 ადგილზეა და ბუნდესლიგაში დარჩენის შანსს ინარჩუნებს.

GIPHY App Key not set. Please check settings