ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ „ელვერსბერგს“ შეხვდა და სეზონის ბოლო თამაში 3:0 მოიგო.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
52-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე სტუმართა განვითარებული შეტევა პოლ ნებელმა ქართველ თავდამსხმელს გაუგრძელა, რომელმაც „ელვერსბერგის“ კარი აიღო და ანგარიში გახსნა.
მისი შეფასება 7.2-ია.
„კარლსრუემ“ 55 ქულა დააგროვა და სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა. ბუდუმ 29 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.
ავსტრიაში, გასავარდნ ჯგუფში სანდრო ალთუნაშვილის “ვოლფსბერგმა” 3:1 მოუგო “ტიროლს”. ალთუნაშვილი შესვენებისას შეცვალეს და 6.8 დაუწერეს. “ვოლფსბერგმა” შეინარჩუნა ადგილი ბუნდესლიგაში.
სლოვაკეთში, საჩემპიონო ჯგუფში, “სლოვანმა” “რუჟომბეროკი” 5:1 გაანადგურა. სეზონის ბოლო შეხვედრაში ანგარიში გურამ კაშიამ გახსნა (მეორე გოლი სეზონში) და 81-ე წუთამდე ითამაშა. შეფასება – 7.4. კანკავა განაცხადში არ ყოფილა.
აშშ-ში. MLS. “ატლანტა” სტუმრად “ნეშვილს” დაუზავდა 1:1. საბა ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა და 6.7 მიიღო.
ლა ლიგა 2-ში, გიორგი ქოჩორაშვილის “ლევანტემ” გასვლაზე 0:0 ითამაშა “ელდენსესთან”. ქართველი ნახევარმცველი 71-ე წუთზე შეცვალეს. შეფასება 7.0.
პოლონეთში, “კრაკოვიამ” 2:0 დაამარცხა “რაკოვი”. ოთარ კაკაბაძემ 68-ე წუთიდან ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. შეფასება – 6.5.
პოლონეთშივე, „ლეხის“ ნიკა კვეკვესკირმა 64-ე წუთიდან ითამაშა და მანაც გაფრთხილება მიიღო. შეფსებად კი 6.4 დაუწერეს, მისმა გუნდმა კი სტუმრად ქულა აიღო “ვიძევთან” – 1:1.
GIPHY App Key not set. Please check settings