ბუდუ ზივზივაძემ ახალი სეზონი წარმოუდგენელზე უკეთ დაიწყო: მისი „კარლსრუე“ მეორე ბუნდესლიგის პირველ ტურში შინ 0:2-ს აგებდა „ნიურბერგთან“, რის შემდეგაც ქართველმა თავდამსხმელმა 3 გოლი გაიტანა და გუნდს პირველი 3 ქულა მოუტანა.
ზივზივაძემ პირველი გოლი 45+2-ე წუთზე გაიტანა. ბუდუ დაახლოებით 11-მეტრიანის ნიშნულთან აღმოჩნდა და მოხდენილად ჩასვა ბურთი კარში.
მეორე გოლი 73-ე წუთზე გაიტანა. მეკარის საჯარიმოსთან ახლოს ბურთი მოტრიალებით ისე მიიღო, რომ მცველი მოიშორა და მერე მშვიდად აჯობა მეკარესაც.
გამარჯვების გოლი 79-ე წუთზე გავიდა. ბურთი აქაც კარისკენ ზურგით მდგომმა მიიღო, მაგრამ მცველის ფეხიდან ბურთი შორეულ კუთხეში ზუსტად გაუშვა.
სამწუხაროდ, ზივზივაძემ ტრავმა მიიღო და 84-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა დაზიანება სერიოზული არ ჩანს, რადგან თავად დატოვა მოედანი… აპლოდისმენტების თანხლებით!
ჩვენიანის შეფასება ცხადია საუკეთესოა – 8.8.
ბუდუმ გერმანიაში პირველად შეასრულა ჰეთთრიქი.
კარლსრუე – ნიურნბერგი 3:2
გოლები: 0:1 ოკუნუკი (20), 0:2 პიკი (31), 1:2 ზივზივაძე (45+2), 2:2 ზივზივაძე (73), 3:2 ზივზივაძე (79)
მე-2 ტურში, 10 აგვისტოს „კარლსრუე“ დიუსელდორფში „ფორტუნას“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings