მეორე ბუნდესლიგის მესამე ტურში „კარლსრუემ“ შინ „ელვერსბერგი“ მიიღო და 3:2 მოუგო. ბუდუ ზივზივაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს. ქართველი ფორვარდის ანგარიშზე საგოლე პასია. ჩვენიანი მასპინძელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.
პირველ ტაიმში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, ერთ ეპიზოდში ბუდუ ზივზივაძეს მეკარემ აჯობა.
მეორე ნახევრის დასაწყისში ბუდუმ მოედნის ცენტრშე ბურთისთვის იბრძოლა, მიიღო კიდეც და იქვე პასი გაუკეთა პარტნიორს, რომელმაც სოლო რეიდით „კარლსრუე“ წინ გაიყვანა.
GIPHY App Key not set. Please check settings