in

ბუდუმ კარლსრუეს ლიდერთან მოაგებინა და პირველ ადგილზე გადაიყვანა

Budu Zivzivadze (KSC) erzielt das Tor zum 0-2 und jubelt GES/ Fussball/ 2. Bundesliga: SC Paderborn - Karlsruher SC, 21.12.2024 Football / Soccer: 2nd League: SC Paderborn vs Karlsruher SC, Paderborn, December 21, 2024

ბუდუ ზივზივაძემ მორიგი შესანიშნავი მატჩი ითამაშა და „კარლსრუეს“ ლიდერ „პადერბორნის“ დამარცხებაში დაეხმარა – 2:1.

მე-17 ტურის ცენტრალური შეხვედრა ქართველის გუნდმა სტუმრად მოიგო და ორივე გოლში ჩვენიანი ფიგურირებს. ბუდუს ანგარიშზე ასისტი და გადამწყვეტი გოლია.

მე-16 წუთზე მარჯვენა ფლანგზე განვითარებული შეტევა ზივზივაძეს უნდა დაესრულებინა, მაგრამ მცველთან ჭიდილში ბურთი თავისუფალ პარტნიორს მიუვიდა და იუნგმა ახლოდან ცარიელ კარში შეაგდო.

35-ე წუთზე ზივზივაძემ თავად გაიტანა. „კარლსრუეს“ მეკარემ ფეხით სწრაფად შეიყვანა თამაშში ბურთი, რომელიც კარიდან გამოსულ მასპინძელთა მეკარეს მოუვიდა, მაგრამ მოგერიებისას შეცდა, ბუდუ ჩაუსაფრდა, ბურთი აართვა და მერე ცარიელ კარში შეაგორა.

ბუდუ მთელი თამაში აქტიური იყო. ერთხელ გატანაც შეეძლო, შემდეგ კი თანაგუნდელი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ.

შეცვალეს წამატებულ დროში.

ზივზივაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. შეფასებები ძალიან კარგია: Flashscore – 8.1 (უკეთესი შეფასება მხოლოდ “კარლსრუეს” მეკარეს ჰქონდა); Sofascore – 9.0 (საუკეთესო); Whoscored – 8.4 (საუკეთესო).

ქართველმა ფორვარდმა 17 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი გააკეთა და მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში პირველზეა.

პადერბორნი – კარლსრუე 1:2
გოლები: 0:1 იუნგი (16), 0:2 ზივზივაძე (34), 1:2 ობერმაირი (45, პენ)

17 ტურის შემდეგ „კარლსრუე“ 29 ქულით პირველ ადგილზე გადავიდა.
მომდევნო შეხვედრას კი უკვე 19 იანვარს ითამაშებს, სტუმრად „ნიურნბერგთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბითაძის მე-10 ორმაგი დუბლი: გოგა ორლანდოს ისტორიული შედეგის გამეორებაში დაეხმარა – ვიდეო

არც თუ საუკეთესო მატჩი: უოტფორდმა წააგო, როგორ ითამაშა ჩაკვეტაძემ