მეორე ბუნდესლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ სტუმრად „ულმი“ წამატებულ დროში, ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა – 1:0.
ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის მიწურულს, 87-ე წუთზე შეცვალეს. ზივზივაძე ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ და მისი თამაშიც საკმაოდ კარგად შეაფასეს – flashscore – 7.4, sofascore – 7.3, whoscored – 7.1.
„კარლსრუე“ 19 ქულით მე-2 ადგილზეა და 26 ოქტომბერს „ჰერტას“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings