in

ბუდუმ ისევ გაიტანა, მიქაუტაძე ისევ არ ათამაშეს – ლეგიონერები

ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუეში“ შესანიშნავი თამაში ჩაატარა და გუნდს „ელფსბერგთან“ დაძაბულ საშინაო შეხვედრის მოგებაში დაეხმარა – 3:2.

ქართველი ფეხბურთელი „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ მოხვდა და 78 წუთზე შეცვალეს .

ბუდუმ გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.

ჩვენიანმა მე-17 წუთზე გამოიჩინა თავი. კარის წინ დროულად შემოტრიალდა და ბურთი დაბალ კუთხეში გაახვია.
53-ე წუთზე „კარლსრუემ“ მესამეც გაიტანა და ამჯერადაც ზივზივაძის აქტიურობით. ქართველის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი მატანოვიჩმა გაიტანა და ქართველს საგოლე პასი ჩაეწერა.

ბუდუს შეფასება საკმაოდ მაღალია – 7.9.

„კარლსრუემ“ 17 ტურის შემდეგ 21 ქულა დააგროვა და მე-12 ადგილზეა. ზივზივაძემ ბოლო ოთხ მატჩში მე-4 გოლი გაიტანა, სულ კი 15 მატჩში თავი 5 გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა.

ლოჩოშვილი ძირითადს დაუბრუნდა, კვერნაძე ბოლო წუთზე შევიდა, ზურიკოც შეცვლაზე ათამაშეს, კვეკვემ გაიტანა – ლეგიონერები

ნიდერლანდებში „აიაქსი“ 2:0-ს უგებდა „ზვოლეს“, მაგრმ უპირატესობა ვერ შეინარჩუინა (2:2). სამწუხაროდ, გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოებში დარჩა.

კვიპროსზე, აპოელ-მა სტუმრად 1:0 დაამარცხა „პაფოსი“. გიორგი ქვილითაია 69-ე წუთზე შეცვალეს, ლაშა დვალმა 57-ე წუთიდან ითამაშა.

პოლონეთში, „ლეგიამ“ 2:0 დაამარცხა „კრაკოვია“. ოთარ კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. მისი შეფასება 6.8-ია.

სლოვაკეთში, „სლოვანმა „დუნაისკა სტრედას“ აჯობა 2:1. ჯაბა კანკავამ 85-ე წუთიდან ითამაშა, გურამ კაშიამ მესამე დამატებული წუთიდან.

გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“) და გაბრიელ სიგუა („ბაზელი“) ტრავმირებული არიან და არ უთამაშიათ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შერმადინის MVP-ის ტიტული სტუმრად მოგებულ მატჩში

გადაწყვეტილია: საქართველოს ინგლისელი უთავკაცებს – რიჩარდ კოკერილი ბორჯღალოსნების მწვრთნელია