in

ბუდუმ ისევ გაიტანა, მაგრამ კარლსრუემ ბოლო წამს გამარჯვება დაკარგა

„კარლსრუემ“ მე-12 ტურში ერთ-ერთ აუტსაიდერ „პროისენ მიუნსტერს“ უმასპინძლა და მსაჯის მიერ წამატებულ დროში გაშვებული გოლით 3 ქულა დაკარგა – 1:1.

ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს.

ანგარიში 37-ე წუთზე გაიხსნა. ვანიცეკმა ზივზივაძეს შეტევა საჯარიმოში გაუგრძელა, ჩვენიანმა კი მახვილი კუთხიდან მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა.

შეფასებები ასეთია: flashscore – 7.3, whoscored – 7.2, sofascore – 7.1.

ზივზივაძეს მიმდინარე სეზონში 8 გოლი დაუგროვდა, პლუს ორი ასისტი.

კარლსრუე – პროისენი 1:1
გოლები: 1:0 ზივზივაძე (37), 1:1 ფრენკერტი (90+2)

“კარლსრუე” 20 ქულით მე-4 ადგილზეა, ლიდერ „ჰანოვერს“ 2 ქულით ჩამორჩება და 23 ნოემბერს სტუმრად “ფიურტს” შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გახურება იტალიამდე: ბორჯღალოსნებმა ოლ ბლექსთან ტესტი წააგეს

ლობჟანიძემ მესი გააგდო: ატლანტამ მაიამის მოუგო და მეოთხედფინალშია