in

ბუდუმ ისევ გაიტანა: კარლსრუე თასზე წინ მიიწევს

გერმანიის თასის 1/16 ფინალში “კარლსრუე” რეგიონალლიგის “ოფენბახს” ეწვია და 2:0 მოუგო. პირველი გოლი 61-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა: კარისკენ ზურგით მიიღო ბურთი, შეტრიალდა და შეაგორა.

ბუდუ 84-ე წუთზე შეცვალეს.

ზივზივაძემ „კარლსრუეში“ გასულ სეზონში ჩატარებულ 31 მატჩში 12 გოლი გაიტანა, წელს კი 13 მატჩში უკვე 9-ჯერ გაიტანა.

კიკერსი ოფენბახი – კარლსრუე 0:2
გოლები: 0:1 ზივზივაძე (61), 0:2 ბეიფუსი (72)

„კარლსრუე“ მომდევნო შეხვედრას 2 ნოემბერს სტუმრად „ჰანოვერთან“ ითამაშებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შენგელიას 21 ქულა ბაიერნთან და ვირტუსის დასანანი წაგება

ოფიციალურად დადასტურდა: ვახტანგ სალიას ნიუკასლში მიდის