in

ბუდუმ ისევ გაიტანა და გუნდს ჰამბურგულ თრილერში მოაგებინა: ჩაკვეს გადათამაშება მოუწევს, შოთას გუნდმა იყოჩაღა

მაგარი თამაში იყო მეორე ბუნდესლიგაში. ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ სტუმრად ჩავიდა „ჰამბურგთან“ და 4:3 მოუგო.ამაში ქართველი ფორვარდის წვლილიცაა.
სტუმრები მე-6 წუთისთვის უკვე ორი ბურთით იგებდნენ, თუმცა ტაიმი მაინც 2:2 მორჩა.
მეორე ნახევრის პირველივე შეტევა ზივზივაძის გოლით დასრულდა. ბუდუ მცველებს შორის გაძვრა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ბურთი კარში შეაგორა. ეს მისი მე-6 გოლია ამ სეზონში.
ზივზივაძეს კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია. ჩვენიანი 84-ე წუთზე შეცვალეს. მისი შეფასება 7.3-ია.

ინგლისის ასოციაციის თასის 1/16 ფინალში „უოტფორდი“ „საუთჰემპტონს“ შეხვდა და 1:1 ითამაშა. გიორგი ჩაკვეტაძემ ძირითად შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე გაიყვანეს. პირველი ტაიმის ბოლოს დროის გაყვანისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. მისი შეფასება 7.0-ია.
წყვილში გამარჯვებულის გამოსავლენად გადათამაშება დაინშნა, რომელიც 6 თებერვალს საუთჰემპტონში გაიმართება. საინტერესოა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ჩაკვეტაძეს “ლივერპულთან” მოუწევს თამაში.

სერია A-ში „ვერონა“-„ფროზინონეს“ მატჩი 1:1 დასრულდა, გიორგი კვერნაძე სათადარიგო იყო.

თურქეთში შოთა არველაძის „ქარაგიუმრუქმა“ მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღო და მეხუთეადგილოსან „რიზესფორს“ 4:0 მოუგო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდა საუკეთესო იყო, ვალენსია მადრიდში გაჩერდა

ახალმა მწვრთნელმა 11 ახალ კაცს დაუძახა: კოკერილის პირველი შემადგენლობა