ბუდუ ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგა დიდებულად დაიწყო: ქართველმა ფორვარდმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და „კარლსრუეს“ 3:2 მოაგებინა „ნიურნბერგთან“ პირველი ტურის შეხვედრაში. თანაც გუნდი 0:2-აგებდა, ზივზივაძემ კი გოლები 45+2-ე, 73-ე და 78-ე წუთებზე გაიტანა.
ჩვენიანს ორმა გამოცემამ – Sofascore და Whoscored – ლამის მაქსიმუმი დაუწერა – 9.8. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ბუდუზე უკეთესი ამ ტურში არავინ ყოფილა.
შესაბამისად, ცხადია ქართველი მოხვდა სიმბოლურ ნაკრებებში და მეტიც: ის პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
GIPHY App Key not set. Please check settings