საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ორიდან ორი მატჩი მოიგო.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა აზერბაიჯანის შემდეგ, ბოსნია-ჰერცოგოვინას ძლევაც შეძლო 2:1 და ერთი ტურით ადრე გაინაღდა ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის ადგილი.
პირველად 2010 წლის შემდეგ: საქართველოს ისტორიული მიღწევა
მოვიგეთ: საქართველომ ბოსნია დაამარცხა და 1/4 ფინალს მიუახლოვდა
გამარჯვების გოლის ავტორმა ბრუნო პეტრი ბრანკომ Sport4me.ge-სთან მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა.
“ძალიან რთული მატჩი გამოვიდა. მეტოქეს კარგად ვყავდით შესწავლილი და პირველი ნახევარი არცთუ კარგად ჩავატარეთ. მეორე ნახევარში ერთ მუშტად, ერთიანი ძალისხმევით შევძელით მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა. ვერ წარმოიდგენთ,რას ნიშნავს ჩემთვის ეს გოლი. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატზე გავიტანე”, – გვითხრა ბრუნო პეტრიმ.
რონინიო: არასდროს ვნებდებით და საქართველოსთვის მთელი გულით ვთამაშობთ
GIPHY App Key not set. Please check settings