in

ბრიუს ლის და ვან დამის ინსპირაციით დაწყებული კარიერა – წარმატებული კარატისტი და მწვრთნელი

საქართველოში კარატეს საკმაოდ დიდი წარმატებები აქვს და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე ჩვენი კარატისტები წარმატებით გამოდიან. ბოლო ყველაზე კარგი შედეგი გოგიტა არქანიას სახელს უკავშირდება, რომელმაც წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მე-5 ადგილი დაიკავა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

კარატეში საკმაოდ დიდი წარმატებები აქვს ჭაბუკა მახარაძესაც. შოკან კარატეს სტილით მებრძოლი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის არაერთ მედალს ფლობს. ბოლოს, 2018 წელს სერბეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2015 წელს კი, ასევე მსოფლიო ჩემპიონატზე, ვერცხლს შესწვდა.

გარდა აქტიური სპორტული კარიერისა, ჭაბუკა მახარაძე მომავალ თაობებზეც ზრუნავს და ახალგაზრდებს საბრძოლო ხელოვნების უკეთ დაუფლებაში ეხმარება. იგი ბავშვებს თბილისის სხვადასხვა სკოლაში ავარჯიშებს.

Sport4me.ge ჭაბუკა მახარაძეს ესაუბრა და კარიერასა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

This image has an empty alt attribute; its file name is 263034773_303031868395928_1575358576259607127_n-1024x378.jpg

კარიერის საწყისი ეტაპი

“ჩემი სპორტული კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო. ჩემი მოტივაცია ჟან-კლოდ ვან დამის, ბრიუს ლის და ჩაკ ნორისის ფილმები იყო. შეიძლება ითქვას, რომ მათ ფილმებზე გავიზარდე. ამ ფილმების გამოსვლის შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში, კარატის ბუმი იყო. ჩემს სამეზობლოში ბოლო ბიჭი მე ვიყავი, რომელიც კარატეზე შევიდა და ბოლომდე გავყევი ამ სპორტს”.

პირველი წარმატება და კარიერული მიღწევები

“ჩემი პირველი წარმატება 1993 წელს იყო, როდესაც საქართველოს ჩემპიონატი მოვიგე. 1999 წელს იუნიორებში მსოფლიო ჩემპიონის მფლობელი გავხდი. კარიერის განმავლობაში არაერთ მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატზე და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე მიასპარეზია. 2015 წელს, ყატარში მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი ავიღე. 2017 წლის მსოფლიოზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დავმარცხდი. ბოლოს, 2018 წელს კი, მაინც მოვიპოვე ბრინჯაოს მედალი”.

კარატის პოპულარიზაცია და მდგომარეობა

“ჩემი აზრით, დღეს საქართველოში კარატე ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი სპორტის სახეობაა. ბევრი ბავშვია დაინტერესებული ამ სახეობით. მე, მაგალითად, თბილისის 4 სკოლაში ვავარჯიშებ ბავშვებს. ინფრასტრუქტურული პრობლემები წინა წლებთან შედარებით არ გვაქვს. ჩემს ახალგაზრდობაში მახსოვს ისეთი დარბაზები გვქონდა, წვიმა ჩამოდიოდა, ახლა კი მეტალოპლასტმასის ფანჯრები ჩაგვისვეს დარბაზებში, გათბობაცაა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ მოზარდები ამ სპორტის სახეობას დაეუფლნონ”.

სამომავლო გეგმები და რჩევები ახალგაზრდებს

“ახლა დეკემბერში ვგეგმავ საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობას. მთავარია, კარგად მოვემზადო და მოახლოებულ ტურნირს ფორმაში შევხვდე.
მოზარდებს ვურჩევდი, რომ მაქსიმალურად იშრომონ და უყვარდეთ საქმე, რასაც აკეთებენ, სხვანაირად წარმატების მიღწევა რთულია”.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თეა წულუკიანი: გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი, ცხენოსნებს არ ჰყავთ ცხენი – ეს უნდა შეიცვალოს

კაპიტნის გარეშე და 6 დებიუტანტით: შავი ლომის სამატჩო რაზმი ცნობილია