ბრიტანულმა “მირორმა” ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულისა” და “ნაპოლის” მატჩის (2:0) მიმოხილვაში სტუმართა გუნდის გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას კარგ თამაშს გაუსვა ხაზი.
ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა, საუკეთესო მოთამაშეა, რომელიც გინახავთ
“კარგი, შესაძლოა, თქვენ ამ სეზონში ტელევიზორში სერია A-ს რამდენიმე მატჩი ნახეთ ან ნეაპოლში “ლივერპულის” საცოდავი მარცხისას იქ იყავით, ან რაც უფრო სავარაუდოა, “ენფილდზე” იმყოფებოდით, რათა თვალისმომჭრელი ქართველი გეხილათ, რომელმაც ამ სეზონში იტალიური ფეხბურთი გაანათა.
თუმცა საფეხბურთო სამყაროს დიდი ნაწილი “ნაპოლის” 77-ე ნომრის ტალანტის გაცნობის პროცესშია.
კვარაცხელია ადრეულ სტადიებზე “ლივერპულისთვის” მუდმივ საფრთხეს წარმოადგენდა. იერიშებს მარცხენა
ფლანგზე იწყებდა და მისი მეურვეობით ხანდახან სამი ფეხბურთელი იყო დაკავებული, რამეთუ ალეკსანდერ-არნოლდი, კონატე და მილნერი მოწინააღმდეგის უნარიანი მოთამაშის ოსტატობით მოხიბლული იყვნენ.
მართალი გითხრათ, ჩვენც ყველას ასეთი გრძნობა დაგვეუფლა, თუმცა მომავალში, განსაკუთრებით, სხვა ლიგაში გადასვლის შემთხვევაში, არაა გამორიცხული, ფიზიკურ მომზადებასთან და კონდიციებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნას – ეს მოთამაშეა, რომელიც ფეხბურთს თვალწარმტაცს ხდის”.
GIPHY App Key not set. Please check settings