სამხრეთ ამერიკის გუნდებს შორის მატჩები იშვიათად მიმდინარეობს მშვიდად, მაგრამ არგენტინასა და ბრაზილიას შორის დაპირისპირება ყოველთვის განსაკუთრებულია.
პორტალმა Score90 გადაწყვიტა ისტორიის გახსენება. ექსპერტებმა არგენტინისა და ბრაზილიის ლეგენდების სიმბოლური შემადგენლობები შეკრიბეს, დესერტად კი – ეროვნული ნაკრებების ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელების კომბინირებული გუნდი გააკეთეს.
არგენტინის ნაკრებში შევიდნენ: ალფრედო დი სტეფანო, მარიო კემპესი, ლიონელ მესი, ანხელ დი მარია, ხუან რიკელმე, დიეგო მარადონა, სილვიო მარსოლინი, ხავიერ მასკერანო, დანიელ პასარელა და უბალდო ფილოლი.

ბრაზილიაში არიან: ნეიმარი, რონალდო, პელე, რონალდინიო, ზიკო, რივალდო, რობერტო კარლოსი, ტიაგო სილვა, კარლოს ალბერტო, კაფუ და კლაუდიო ტაფარელი.

გაერთიანებულ გუნდში არგენტინის სამი წარმომადგენელი და რვა ბრაზილიელი მოთამაშეა.
