in

ბრაზილიას ყატარში 5.5 ტონა ბარგი მიაქვს: რა ჩაალაგეს პენტაკამპეონებმა

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე 5.5 ტონა ბარგს ჩაიტანს.

ჩამონათვალშია 300 დასახელების პროდუქცია, მათ შორის ტანსაცმელი, მედიკამენტები, ელექტრომოწყობილობა, ფიზიოთერაპიისა და ვარჯიშებისთვის მოწყობილობები და ბევრი სხვა.

თავიდან ბრაზილიელები ამ ყველაფერს ტურინში ჩაზიდავენ, სადაც 5 დღის განმავლობაში ივარჯიშებენ, შემდეგ კი დოჰაში წაათრევენ.

საკვები დიდ ადგილს არ დაიკავებს, რადგან ტურინის და დოჰას სასტუმროები ბრაზილიელებს მისცემენ ბრინჯს, ლობიოს, სალათს და სხვა პროდუქტებს. ბრაზილიელებმა საკუთარი მენიუ უკვე გაუგზავნეს სასტუმროებს. თუმცა არის ერთი გამონაკლისი – ფქვილს თავისას ჩაიტანენ.

თითოეულ ფეხბურთელზე ფორმის სამი კომპლექტი მოდის: ვარჯიშებისთვის, ყოველდღიური და თამაშებისთვის. ბარგში აღმოჩნდება დაახლოებით 700 ყვითელი და 230 ლურჯი მაისური.

ბრაზილიელთა ბარგში ასევე ნახავთ ულტრახმოვან მოწყობილობებს, 6 საკაცეს, 30 ბურთს, 92 დასახელების წამალს, მაისურზე გვარების დამტან აპარატურას, ყავადანს, პრინტერებს და სხვა.

მუნდიალზე ბრაზილიასთან ჯგუფშია სერბეთი, შვეიცარია და კამერუნი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო მე-14-მდე დაქვეითდა: უელსი მეშვიდემდე აღზევდა

საფრანგეთი დაკომპლექტდა – მარკუს ტურამი 26-ე მოთამაშეა