in

ბოსნიამ რუსეთთან მატჩი (დროებით?) გადადო

31 ოქტომბერს ბოსნიის ფეხბურთის ასოციაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც გაცხადდა, რომ 19 ნოემბერს რუსეთის ნაკრებთან დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრა გადაიდო.

როგორც იცით, რამდენიმე კვირის წინათ გაცხადდა, რომ აღნიშნული ამხანაგური დაპირისპირება სანქტ-პეტერბურგში უნდა გამართულიყო, რასაც საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, თავად ბოსნიის ნაკრების ფეხბურთელების აღშფოთება და უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

საინტერესოა, რომ მატჩი ოფიციალურად არ გაუქმებულა. ბოსნიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ვიკო ზელკოვიჩმა თქვა, რომ შეხვედრის გამართვა მხოლოდ ცოტა ხნით გადაიდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამუს არ უთამაშია, გოგამ მცირე დროში 2 ქულა დააგროვა

ტედი რინერი გორში იჭიდავებს!