in

ბორჯღალოსნებს მსოფლიო ჩემპიონთან ტესტი ექნებათ

2025 წლის ზაფხულში ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკას ეწვევიან და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ტესტ-მატჩს გამართავენ.

საქართველოსა და სპრინგბოკის მესამე რკენა 19 ივლისს გაიმართება. მატჩის ჩატარების ადგილი და დრო მოგვიანებით დაზუსტდება.

მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას ბორჯღალოსნები პირველად 2003 წელს ეთამაშნენ. საქართველოსთვის სადებიუტო მსოფლიო თასზე, მრისხანე მეტოქესთან სადებიუტო ლელო გავიტანეთ, თუმცა ავსტრალიაში გამარჯვება მეტოქეს დარჩა – 46:19.

მას შემდეგ 18-მა წელმა ისე გაიარა, ბოკეს არსად გადავყრივართ, 2021 წელს კი, 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონმა პირველად მიგვიწვია ტესტ-მატჩის გასამართად. ტიტულის მოპოვების შემდეგ სამხრეთ აფრიკისთვის ეს პირველი თამაში იყო და პრეტორიაში მასპინძლებმა 40:9 გაიმარჯვეს.

ერთი კვირის თავზე სამხრეთ აფრიკასთან მეორე ტესტ-მატჩიც უნდა გვეთამაშა, თუმცა ორივე გუნდის რიგებში კოვიდ-პანდემიამ იფეთქა. შედეგად, მეორე თამაში არ შედგა და სპრინგბოკს, რომელმაც 2023 წელს მსოფლიო თასი მეოთხედ მოიგო, მესამედ 2025 წლის 19 ივლისს ვერკინებით.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბარსელონა-2009 – ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გამარჯვებულია 21-ე საუკუნეში