in

ბორჯღალოსნების 500 ლელო: ნიდერლანდებსაც მოვუგეთ და ესპანეთისთვის ვემზადებით

საქართველოს ნაკრებმა წლის მეორე თამაშიც მოიგო და რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 502 ლელო მიითვალა.

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი ჩვენმა გუნდმა სტუმრად, ამსტერდამში, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართა და 40:8 გაიმარჯვა (პირველი ტაიმი 12:3).

ლელოს ავტორები არიან: დავით ნინიაშვილი, ვლადიმერ ჩაჩანიძე, გიორგი ჭყოიძე (2), მიხეილ გაჩეჩილაძე (2). გარდასახვა ზუსტად შეასრულეს თედო აბჟანდაძემ და ლუკა მატკავამ. აღსანიშნავია, რომ ჭყოიძის მეორე ლელო გახდა საიუბილეო მე-500.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ბორჯღალოსნებმა თბილისში 75:12 დაამარცხეს გერმანიის ნაკრები.

საქართველოს მომდევნო შეხვედრა ერთ კვირაში, 18 თებერვალს, სტუმრად ესპანეთთან უწევს, ეს მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესიმ ავტოგრაფიანი მაისური გადასცა და ამით თურქეთში დაზარალებულებს ეხმარება

ბეჟანიშვილის 17 ქულა და წაგება