in

ბორჯღალოსნების რეკორდსმენი დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს

დღეს, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” რაბის კავშირის გამგეობის სხდომა გაიმართა, სადაც გამგეობის ახალი წევრები დაამტკიცეს და ახალი თავმჯდომარეც აირჩიეს. ამიერიდან, საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობას ვეტერანი ბორჯღალოსანი, “ქართული ოცნების” პარტიიდან პარლამენტის წევრი დავით კაჭარავა იქნება.

დავით კაჭარავა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობაში 2006 წლიდან გამოდიოდა და ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია. კაჭარავამ ბორჯღალოსანთა კვართი 122 შეხვედრაში მოირგო და 125 ქულა მიითვალა. კაჭარავამ 4 მსოფლიო ჩემპიონატზე (2007, 2011, 2015 და 2019) ითამაშა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მარიამ ბოლქვაძე მსოფლიოს ყოფილი 32-ე ჩოგანი დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა

ყაზაიშვილმა ისევ გაიტანა: ვაკოს მეათე გოლი სეზონში