in

ბორჯღალოსნებისა და შავი ლომის შეტევის მწვრთნელი ქორი ბრაუნი იქნება

საქართველოს ნაკრებისა და პირველი ქართული პროფესიონალური ფრანჩიზას “შავი ლომის” სამწვრთნელო შტაბში მატებაა. ბორჯღალოსნებისა და “შავი ლომის” შეტევის მწვრთნელად ახალ ზელანდიელი ქორი ბრაუნი დაინიშნა.

ქორი ბრაუნი თანამედროვე რაგბიში ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტის ტონი ბრაუნის ძმაა. ქორი ბრაუნს სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში სხვადასხვა დროს ახალ ზელანდიური “ოტაგოს”, იაპონური “სან ვულვზის” და “სანიქს ბლუზის” სამწვრთნელო შტაბში უმუშავია.

შეგახსენებთ, “შავი ლომი” ოქტომბერში “რაგბი ევროპის” ახალ საკლუბო ტურნირზე “რაგბი ევროპის სუპერთასზე” ჩაერთვება, სადაც ჯგუფურ ეტაპზე ქართული გუნდის მეტოქეები: პენზას “ლოკომოტივი”, კრასნოიარსკის “ენისეი” და ისრაელის “თელავივ ჰითი” იქნებიან.

შავი ლომის მატჩების განრიგი ცნობილია

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეროვნული ლიგა და ყველა სპორტული ღონისძიება უმაყურებლოდ განახლდება

მიშა დაბრუნდა: ცინცაძის შემდეგ ბერიშვილიც თსუ-ს კალათბურთელი გახდა