in

ბორდო დავითაშვილს გამოისყიდის

ზურიკო დავითაშვილმა ბოლო მატჩებში მშვენივრად ითამაშა, ტურის სიმბოლურშიც არაერთხელ მოხვდა, ბოლო შეხვედრაში კი სულაც გამარჯვების მთავარი გარანტი გახდა. ჰოდა, ადგა „ბორდო“ და გადაწყვიტა, რომ ქართველი ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებით ისარგებლოს და სრულფასოვნად გაიფორმოს. მით უმეტეს, გასათვალისწინებელია, რომ სატრანფერო ფასი დიდი არ არის – 1,25 მილიონი ევრო.

თანაც საგულისხმოა, რომ „ბორდოს“ ბევრი არაფერი უკლია ლიგა 1-ში დასაწინაურებლად. გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე „ბორდო“ სასურველ მე-2 ადგილზეა და კონკურენტ „მეცს“ 3 ქულით უსწრებს.

22 წლის ნახევარმცველი ლიგა 2-ის „ბორდოში“ ბათუმის „დინამოდან“ გასულ სექტემბერს ერთწლიანი იჯარით გადავიდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კაშია წლის სიმბოლურ ნაკრებშია

დუდა სანაძე კვიპროსის საუკეთესო ახალწვეულია