“ბარსელონამ” ისევ მოიგო, მაგრამ საამისოდ ნერვების გლეჯვა გამოიარა. ბოლოადგილოსან “ლევანტესთან” დიდი ოფლისღვრა დასჭირდა. უგოლო პირველ ტაიმს გუნდებმა მეორეში თრილერი მოაყოლეს. 4-წუთიან მონაკვეთში ობამეიანგმა გაათანაბრა და პედრიმ “ბარსა” დააწინაურა, მაგრამ “ლევანტემ” 83-ე წუთზე პენალტით გააყაიმა. კატალონიელებს მშველელად ისევ ლუკ დე იონგი მოევლონა, რომელმაც 92-ე წუთზე გაიტანა გადამწყვეტი ბურთი.
საინტერესოა, რომ “ლევანტეს” 3 პენალტი დაუდეს.
გაჩერდა “ატლეტიკო”, თანაც ძალიან დიდი ხნის მოუგებელ “მალიორკასთან”. სამაგიეროდ როგორც იქნა გაიმარჯვა”სევილიამ”, რომელსაც წესით არც ეს მატჩი არ უნდა მოეგო, მაგრამ მაგრად გაუმართლა, როდესაც სევილიელებმა გადამწყვეტი გოლები 90+3 და 90+9 წუთებზე შეყარეს.
იღბლიანი აღმოჩნდა მეორე სევილიური გუნდიც. “ბეტისმაც” მატჩის მიწურულისკენ გაიტანა 2 გოლი და ისე მოიგო, რის გამოც ოთხეულისთცის ბრძოლა ისევ დაძაბა, “ატლეტიკოს” 1 ქულით ჩამორჩება და იქვე, 2 ქულაშია “სოსიედადიც”.
“რეალი” კი ჯერ მშვიდად მიდის ჩემპიონობისკენ. თუმცა მომდევნო ტურში რთული მატჩი ელოდება, “სევილიასთან” მიდის სტუმრად.
„ბარსელონა“ არ აგებს 15 მატჩია – 11 მოგება და 4 ფრე. ლა ლიგაში ზედიზედ 7 მოგება აქვს.
“ბარსელონას“ კარში 3 პენალტი დადეს. ტერ შტეგენმა 1 მოიგერია.
ობამეიანგმა ლა ლიგაში 9 მატჩში 8 გოლი გაიტანა.
დემბელემ 2022 წელს 9 საგოლე პასი მისცა.
ჩავი: „ეს ოქროს 3 ქულაა. საკვანძო მომენტები – ტერ შტეგენის სეივი და დე იონგის გოლი“.
„რეალს“ ბოლო 9 მატჩში 8 მოგება აქვს.
ანჩელოტი: „რეალი“ მიუახლოვდა ტიტულს, მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი“.
შეწყდა „ატლეტიკოს“ 6-მატჩიანი მოგებათა სერია ჩემპიონატში.
„ატლეტიკომ“ ზედიზედ მე-2 მატჩი წააგო მანამდე 8 წაუგებელი თამაშის შემდეგ.
ლა ლიგა – XXXI ტური
სევილია – გრანადა 4:2
კადისი – ბეტისი 1:2
მალიორკა – ატლეტიკო 1:0
ვილიარეალი – ბილბაო 1:1
რეალი – ხეტაფე 2:0
ოსასუნა – ალავესი 1:0
ესპანიოლი – სელტა
ელჩე – სოსიედადი
ლევანტე –ბარსელონა
ორშაბათი, 11 აპრილი
რაიო ვალეკანო – ვალენსია
GIPHY App Key not set. Please check settings