in

ბოლო მომენტში ხარისხი გვაკლია: რა თქვა სპალეტიმ ნამატჩევს

„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატის მე-4 ტურში შინ მოკრძალებული „ლეჩე“ ვერ დაამარცხა – 1:1 და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ, როგორც მოსალოდნელი იყო, როტაციას მიმართა და ახალ ფეხბურთელებს მისცა მეტი შანსი, მათ შორის სათადარიგოთა შორის დატოვა ხვიჩა კვარაცხელია.

ხვიჩა შეცვლაზე შევიდა, ნაპოლიმ ქულები და ლიდერობა დაკარგა

აი რა თქვა ნამატჩევს სპალეტიმ და როგორ ახსნა ეს გადაწყვეტილება:

დამაგვირგვინებელ ფაზაში ხარისხი გვაკლდა – ასე აანალიზებს ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ ფრეს „ლეჩესთან“ – წერია „ნაპოლის“ საიტზე.

“საერთო ჯამში კარგი თამაში იყო, გუნდმა შეასრულა დავალება. მაგრამ გვაკლდა დრიბლინგი, ვართულებდით იქ, სადაც მარტივად თამაში გვჭირდებოდა.

წინა შეხვედრებთან შედარებით ექვსი ცვლილება შევიტანე, რადგან დიდი გუნდი გვყავს და წარმოუდგენელია ასეთი ინტენსიური ციკლის პირობებში ყოველთვის ერთი და იგივე შემადგენლობით თამაში.

ბევრი ძლიერი მოთამაშე მყავს და ყველამ უნდა შეძლოს თამაში, რათა ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგას შორის მრავალ მატჩში შედეგი მიიღოთ.

პირველ ტაიმში ბურთის სწრაფად გადატანა ვერ მოვახერხეთ, მეორე ტაიმში კი ლობოტკას შესვლით ჩვენ უკეთ ვმართეთ თამაში. თუმცა გადამწყვეტ ფაზაში უფრო მაღალი დონეა საჭირო“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იტალიასთან წავაგეთ: მთავარი 2-შია – სლოვაკეთთან

ჯერჯერობით უქართველებოდ: FIBA-მ ევრობასკეტის მთავარი ვარსკვლავები ჩამოწერა