in

ბოლო იმედი წაართვა… რა წერს პრესა ხვიჩაზე

„ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა. ნეაპოლელებმა ვერ მოახრეხეს „მილანის“ გავლა. ხვიჩა კვარაცხელიამ მშვენიერი მატჩი ჩაატარა და საუკეთესო შეფასებებიც მიიღო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ვერ გაიტანა პენალტი და „ნაპოლის“ იმედი და შანსიც პრინციპში აქ დამთავრდა. ბუნებრივია იტალიური გამოცემები ამ შეხვედრას გამოეხმაურნენ.

ხვიჩა მაინც ყველაზე კარგი იყო: რა შეფასება დაუწერეს კვარას

ხვიჩას ბოდიში და მადლობა: რთულია, როდესაც თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს

Areanapoli – 6 ქულა:
„კვარაცხელიამ ოთხი კარგი შანსი გაუშვა, მათ შორის პენალტიც, რომელიც ½ ფინალისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. თუმცა „ნაპოლიდან“ ყველაზე მეტს ცდილობდა და სხვებზე დამაჯერებელი იყო“.

Goal Italia – 4.5 ქულა:
„თავიდან კარგად დაიწყო, თუმცა ხელიდან რამდენიმე კარგი მომენტი გაუშვა. თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა რითაც გულშემატკივარს ბოლო იმედი წაართვა“.

Calcionapoli – 5 ქულა:
„კალაბრიას წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო, ბოლო იმედის პენალტი კი ვერ გამოიყენა“.

Corriere dello Sport – 5 ქულა:
„მილანმა“ მის წინააღმდეგ ორმაგი, ზოგჯერ კი სამმაგი დაცვაც გამოიყენა, თუმცა ის მეტოქეებს მაინც უძვრებოდა. გუნდს აფხიზლებდა და ბოლო შანსს უნარჩუნებდა. გადამწყვეტ მომენტში მის მიერ გაფუჭებულმა თერთმეტმეტრიანმა ქომაგებს იმედი წაართვა“.

Sportmediaset – 4.5 ქულა:
„მთელი მატჩის განმავლობაში დრიბლინგების შესრულებას და შანსების შექმნას ცდილობდა, თუმცა კალაბრიას ხშირად ვერ სცდებოდა. ზოგიერთ მომენტში თამაში საკუთარ თავზე აიღო და თანაგუნდელები არ შეიმჩნია. გაფუჭებულ პენალტს მატჩის ბედის შეცვლა შეეძლო“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას ბოდიში და მადლობა: რთულია, როდესაც თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს

გიორგი, საქართველო! მარტის საუკეთესო მოთამაშეა! მიქაუტაძე მეორედ გახდა თვის ფეხბურთელი