საქართველოს ნაკრებისა და ბოსნიის “სარაევოს” თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი შესაძლოა იტალიაში აღმოჩნდეს, “ბოლონიაში”. ეს ამბავი სიახლე არ არის, რადგან ოქტომბრის მეორე ნახევარში აქტიურად გავცერლდა სერია ა-ს კლუბის ინტერესის შეახებ. უბრალოდ, ახლა კონკრეტული სატრანსფერო თანხაც დასახელდა.
ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ იტალიური გუნდი მზადაა, 4 000 705 ევრო გადაიხადოს. თუ ტრანსფერი შედგა, ეს იქნება არა მარტო „სარაევოს“, არამედ ზოგადად ბოსნიის ჩემპიონატის რეკორდი.
23 წლის თავდამსხმელი ბოსნიის ყველაზე პოპულარულ კლუბში 2023 წელს თბილისის „იბერიიდან“ გადავიდა. პირველი სეზონის 19 მატჩში 8 გოლი გაიტანა. შემდეგ 2023/2024 სეზონი მოსტარის „ველეჟში“ გაატარა და 22 მატჩში 8 გოლით გუნდის ბომბარდირი გახდა. ახლა „სარაევოში“ დაბრუნდა და ლამის ყველა მატჩში გააქვს.
მას ჩემპიონატში საუკეთესო რეიტინგი აქვს.
მიმდინარე სეზონში 23 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ბოსნიის ჩემპიონატში 13 მატჩი ჩატარა, 10 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ქართველ ფეხბურთელს, რომელმაც „სარაევოსთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს.
GIPHY App Key not set. Please check settings