ტომას ტუხელი ოფიციალურად გახდა ინგლისის ნაკრების თავკაცი. დეტალები ასეთია: კონტრაქტი წელიწადნახევრიანია, გერმანელი მუშაობას 1 იანვარს შეუდგება. ხელფასი კი წელიწადში 4,5-დან 5 მილიონ ფუნტამდე იქნება.
ტუხელი გახდა მესამე არაბრიტანელი მწვრთნელი, რომელიც ინგლისის ეროვნულ გუნდს უხელმძღვანელებს.
მის წინ იყვნენ შვედი სვენ-გორან ერიქსონი (2001-2006; 67 მატჩი, მოგების პროცენტული მაჩვენებელი – 59,7) და იტალიელი ფაბიო კაპელო (2008-2012, 42 თამაში, მოგების პროცენტი – 66,7).
გულშემატკივრების უკმაყოფილებას გერმანელი სპეციალისტი გამოეხმაურა, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელი უცხოელი გახდა.
„ვწუხვარ, რომ გერმანული პასპორტი მაქვს. ყველა ეს გულშემატკივარი გრძნობდა ჩემს გატაცებას პრემიერლიგისა და ქვეყნის მიმართ. მომეწონა აქ ცხოვრება.
იმედი მაქვს, მათ ვაჩვენებ, რომ ვამაყობ, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი ვარ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პატივისცემა გამოვხატო ამ საქმისა და ამ ქვეყნის მიმართ“, – განაცხადა ტუხელმა.
ცალკეული ვეტერანი ფეხბურთელების დარად, გაზეთები ტუხელის წინააღმდეგ არიან. Daily Mail გამოვიდა უზარმაზარი სათაურით „შავი დღე ინგლისისთვის”.
The Sun – ტუხელის ფოტო შავ ფონზე, წარწერა გერმანულად: “ფეხბურთი სახლში ბრუნდება”.
ამავდროულად, The Sun-მა მკითხველთა გამოკითხვაც ჩაატარა: თითქმის 54% არ სჯერა ტუხელის და მის დანიშვნას შეცდომად მიიჩნევს, 46% კი ტიტულებს ელოდება.
GIPHY App Key not set. Please check settings