in

ბოდიში, რომ არ გიცნობდით…საქართველომ ევროპა ახალ დონეზე აიყვანა… რას წერს ჩვენზე მსოფლიო მედია

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე პირველი მატჩით საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. ჩვენი გუნდის მიმართ პატივისცემა გაიზარდა უცხოელ გულშემატკივარსა და მედიაშიც.

აი რას წერენ მსოფლიოს ცნობილი გამოცემები საქართველოზე:

ნიუ-იორკ თაიმსი: „თურქეთისა და საქართველოს მატჩმა ევრო 2024 ახალ დონეზე აიყვანა“

გარდიანი: „ეს ის გრძნობებია, რომელიც მხოლოდ ფეხბურთს შეუძლია გაგრძნობინოს. აი სპორტი! არაფერია ამის მსგავსი.“

როიტერი: „საქართველომ სადებიუტო მატჩი წააგო, თუმცა გულშემატკივრების გული მოიგო“

Bleacher Report: „ბოდიში მოგვითხოვია. თქვენი თამაშის შესახებ არაფერი ვიცოდით“.

The Independent: „გაპატიებთ, თუ თურქეთისა და საქართველოს მატჩი წინასწარ ყველაზე ნაკლებსანახაობრივ მატჩად შერაცხეთ. ბოლო-ბოლო, ამ გუნდების რეიტინგი ხომ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო. თანაც საქართველოს ნაკრებს აქამდე არანაირი გამოცდილება ჰქონია. თუმცა თამაში? ეს რაღაც ფეხბურთს მიღმა იყო.“

DailyMail: „რამდენად წარმოუდგენელი იყო ეს მატჩი. ეს იყო ნამდვილი ბრძოლა ორ გუნდს შორის. სწორედ ამიტომ არის ეს ტურნირი ასეთი განსაკუთრებული, ის ყველასთვის ძალიან ბევრს ნიშნავს”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევრო 2024-ის მთავარი ფავორიტი ესპანეთი გახდა, საქართველო ორ გუნდს უსწრებს

მსოფლიოში ერთით წავიწიეთ: ფიფას ახალი რეიტინგი