საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამოსვლა დაასრულა. სამწუხაროდ, ჩვენმა გუნდმა ერთი თამაშიც ვერ მოიგო. მართალია ჯგუფში სამი უძლიერესი მეტოქე შეხვდა, მაგრამ პორტუგალიასთან ნამდვილად შეიძლებოდა გამარჯვება. სხვა მატჩებშიც ცოტა მეტი იღბალი, ნაკლები შეცდომა და შესაძლოა შედეგიც განსხვავებული ყოფილიყო.
უელსთან ბოლო მატჩის (19:43) შემდეგ მოკლე კომენტარი გააკეთეს ჩვენმა ბორჯღალოსნებმა.
კარგი მეორე ტაიმი, მაგრამ კლასი არ გვეყო: საქართველომ მსოფლიო დაამთავრა
მწვრთნელთან ერთად პრესკონფერენციაზე იყო მერაბ შარიქაძე:
„დიდი მადლობა გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებს. მაქსიმალურად ვეცადეთ ხარისხიანი რაგბი გვეთამაშა და თავი ნამდვილად არ დაგვიზოგავს. სამწუხაროდ, ამჯერად არ გამოგვივიდა ბოლომდე იმედების გამართლება, მაგრამ პირობას ვდებთ, რომ კიდევ არაერთხელ გაგახარებთ”.
მიზანი ვერ შევასრულეთ: საქართველომ ყველასთან კარგი რაგბი ითამაშა, მაგრამ შედეგი…
ლუკა მატკავა:
„ბოდიში გულშენატკივრებს, რომ იმედები ვერ გავამართლეთ“.
ვასილ ლობჟანიძე:
„მსოფლიო ჩემპიონატზე დასახული მიზანი ვერ შევასრულეთ. თამაში ვერ მოვიგეთ, მაგრამ ამ მსოფლიო თასზე რა ამბიციებიც გვქონდა, ასეთი ამბიციები არცერთ მსოფლიოზე არ გვქონია. ყველა მატჩში მოსაგებად ვიბრძოდით“.
ტატო ნიკურაძე
ნანტიდან
GIPHY App Key not set. Please check settings