in

ბილეთების გაყიდვა დღეს იწყება: ისლანდიასთან გადამწყვეტი თამაში გვაქვს

საქართველოს კალათბურთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის ისტორიული შანსი აქვს. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ თამაშში ჩვენი ნაკრები ისლანდიას „თბილისი არენაზე“ 26 თებერვალს, 20:00 საათზე დაუპირისპირდება. თამაშზე დასასრები ბილეთების გაყიდვა, დღეს, 8 თებერვალს, tkt.ge-ზე დაიწყება!

მაყურებლებისთვის „თბილისი არენას“ კარი 18:30 საათიდან გაიხსნება.

თბილისი არენაზე მოსული მაყურებელი უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს არენაზე ქცევის წესებსა და აკრძალული ნივთების ჩამონათვალს:

მაყურებელთა საყურადღებოდ:

პირველ იარუსის ბილეთების მფლობელებისთვის დარბაზის ცენტრალური მხრიდან (უნივერსიტეტის ქუჩა) გამოყოფილი იქნება შესასვლელები.

მეორე იარუსის ბილეთების მფლობელი გულშემატკივრები „თბილისი არენაზე“ შესვლას შეძლებენ როგორც უნივერსიტეტის, ასევე ბარნაბიშვილის ქუჩაზე მდებარე შესასვლელებიდან.

მაყურებლებისთვის შეთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთი, რომლის ფასი განსაზღვრულია 15 ლარიდან 60 ლარამდე.

მე-2 იარუსი – 15, 20, 25, 30 ლარიანი ბილეთები.

1-ლი იარუსი – 35, 45 და 60 ლარიანი ბილეთები.

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას განახორციელებს საქართველოს პირველი არხი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხელოვნური ინტელექტი: როგორები იყვნენ სუპერვარსკვლავები ბავშვობაში – აბა გამოიცანი

პარიზის ოლიმპიადა მარსელიდან დაიწყება