in

ბითაძის 8 ქულა 4 წუთში და ინდიანას უიმედო მარცხი

8 ქულა 4 წუთში. შესანიშნავი შედეგია, თუმცა ეს გახლავთ მატჩის ბოლო 4 წუთი, როცა გადაწყვეტილი იყო რომ ინდიანა პეიზერსმა საკრამენტოსთან წააგო და მწვრთნელმა მოედანზე სათადარიგოები შეუშვა. ბითაძემ სამიანიც ჩააგდო, ორიანიც, ჩატენა კიდეც და ქულა საჯარიმოდანაც მიითვალა. არაა ცუდი შედეგი, თუმცა ცუდი ისაა, რომ მას მწვრთნელი ისევ არ აძლევს საკმარის სათამაშო დროს.

მთლიანობაში ბითაძემ 3-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ინდიანამ შეხვედრა 114:137 დათმო, თუმცა აღმოსავლეთ კონფერენციაში საკმაოდ მყარად დგას: 12 მოგება 9 მარცხის წილ და კონფერენციაში მე-4 ადგილი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

EQUAL PAY: “ESPN”- ამერიკის ნაკრების ფეხბურთელთა პრემიაზე დაპოსტა

რაული კულეა: ბარსამ მადრიდში პროვოკაცია გამოფინა