გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში მის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტთან „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩაატარა და დრამატულ მატჩში ოვერტაიმში დამარცხდა – 132:133.
ქართველმა კალათბურთელმა ამჯერადაც ითამაშა, უბრალოდ, ტრავმის შემდეგ გოგა შედარებით უფრო მცირე სათამაშო დროს იღებს. მიუხედავად იმისა, რომ „პეისერსს“ მაილს ტერნერი სეზონის ბოლომდე გამოაკლდა, ბითაძის პარკეტზე ყოფნის დრო არ გაზრდილა. მან ამ შეხვედრაში 15 წუთი და 42 წამი ითამაშა. გოგამ ამ დროში 7 ქულის, 2 მოხსნის (ორივე შეტევაში), 2 პასის, 3 დაფარების და 1 ჩაჭრის დაგროვება მოასწრო. მან 4-დან 1 სამქულიანი და 3-დან 2 ორქულიანი გამოიყენა და 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო.
„ინდიანას“ მხრიდან საუკეთესო კარის ლევერტი იყო, რომელმაც 35 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა, სამმაგი დუბლი ჰქონდა დომანტას საბონისს, მან 30 ქულა, 13 მოხსნა და 13 პასი მიითვალა.
ამრიგად, ნეიტ ბიორკგრენის გუნდი მე-10 ადგილზე დაქვეითდა და ფლეი-ინში მისი სავარაუდო მეტოქე „ბოსტონ სელტიკსი“ იქნება. „ინდიანა“ რეგულარულის შემდეგ შეხვედრას 11 მაისს „კლივლენდის“ წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings