in

ბითაძის 6 ქულა და გამარჯვება ჰიუსტონთან

ოკეანის გადაღმა, NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” “ჰიუსტონ როკეტს” დაუპირისპირდა და 118:106 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 11 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 6 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. მატჩის MVP “ინდიანას” კალათბურთელი მაილს ტერნერი გახდა, რომელმაც 34 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

“პეისერსი” 14 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა.

ინდიანაპოლისელები მომდევნო მატჩს 27 დეკემბერს “ჩიკაგო ბულსის” წინააღმდეგ ჩაატარებენ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო: 5 წონაში ფინალისტები გამოვლინდნენ

ესპანური გამოცემა: მამარდაშვილი ვალენსიას აღმოჩენაა