in

ბითაძის 14 წუთი და გამარჯვება ატლანტასთან

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “საკრამენტოსთან” განცდილი მარცხის შემდეგ, “ატლანტა ჰოუქსს” უმასპინძლა და 133:126 დაამარცხა.

გოგა ბითაძემ პარკეტზე 14:28 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

“პეისერსმა“ ამ შეხვედრაში თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და პირველ ტაიმში მეტოქეს 14 ქულის სხვაობით მოუგო, მიუხედავად იმისა, რომ „ატლანტა“ მესამე და მეოთხე პერიოდში უკეთესად გამოიყურებოდა, გუნდმა თამაშის შემოტრიალება მაინც ვერ მოახერხა. ბიორკგრენის გუნდი შეტევაში იდეალურად თამაშობდა და საბოლოო ჯამში, 133:126 გაიმარჯვა.

მატჩში საუკეთესო კარის ლევერტი იყო, რომელმაც 31 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. სამმაგ დუბლთან ახლოს იყო დომანტას საბონისი, ლიეტუველი კალათბურთელის ანგარიშზე 30 ქულა, 8 მოხსნა და 9 პასია. 

“ინდიანა პეისერსი“ რეგულარული სეზონის მომდევნო შეხვედრას 9 მაისს „ვაშინგტონის“ წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენ პოლონეთში მივდივართ: ემერის მეოთხე ტიტულს სულშერის პირველი შეეცილება

მამარდაშვილს კარგი შესაძლებლობები გააჩნია: ტრანსფერი მალე დაიხურება