გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” გუშინ “პორტლენდს” დაუპირისპირდა და ძალიან დამაჯერებლად – 129:98 დაამარცხა.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და 24 წუთი ითამაშა. ამ დროის განმავლობაში გოგას 12 ქულა, 2 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა.
საინტერესოა, რომ “ინდიანას” რიგებში ერთბაშად 7-მა კალათბურთელმა ჩააგდო 10 ქულაზე მეტი.
“პეისერსი” 25 მოგებითა და 47 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings