in

ბითაძის სუპერმატჩი და კარიერის რეკორდი

საქართველოს ნაკრებისა და “ინდიანა პეისერსის” ცენტრმა გოგა ბითაძემ NBA-ში ფენომენალური მატჩი ჩაატარა და კარიერის რეკორდი დაამყარა.

ქართველმა კალათბურთელმა “ლოს ანჯელეს კლიპერსს” 17 ქულა ჩაუგდო. აქამდე მას NBA-ში ყველაზე მეტი – 14 ქულა ჰქონდა ჩაგდებული.

რეგულარული ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში ბითაძის “ინდიანა” “კლიპერსს” დაუპირისპირდა და 133:139 დამარცხდა. გოგამ პარკეტზე გატარებულ 24:37 წუთში 17 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

“პეისერსს” 15 მოგება,29 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.

მომდევნო შეხვედრას “ინდიანა” 20 იანვარს “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

The Best – ფიფამ წლის საუკეთესოებს ჯილდოები დაურიგა და კითხვები გააჩინა: ყველა გამარჯვებული

ვინ ვის მისცა ხმა: მესის და რონალდოს ერთმანეთი არ აინტერესებთ – როგორია სანიოლისა და კანკავას არჩევანი