NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „ფინიქს სანსს“ შეხვდა და ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს მოუგო – 109:99.
ქართველი კალათბურთელი ისევ სასტარტოში იყო, მოედანზე 31 წუთი გაატარა და 17 ქულა, 10 მოხსნა, 2 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ბითაძემ თამაშიდან 8-ჯერ ისროლა, 7 ზუსტად, მის ანგარიშზე ასევე 3 ზუსტი საჯარიმოცაა (4-დან).
„ორლანდომ“ ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგო, 15 მატჩის შემდეგ 9 მოგება და 6 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.
“მეჯიქი” მომდევნო შეხვედრას 21 ნოემბერს, “ლოს-ანჯელეს კლიპერსის” წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings