რეგულარული ჩემპიონატის მეორე მატჩი და მეორე გამარჯვება: ორლანდო მეჯიქმა, რომლის ღირსებასაც გოგა ბითაზე იცავს, შინ გამართული ზედიზედ მეორ ეშეხვედრაში ბრუკლინს უმასპინძლა და 116:101 დაამარცხა, რაშიც ქართველი ცენტრის წილი მოკრძალებულია.
ბითაძემ არასრული 6 წუთი ითამაშა. გოგა თამაშში მეორე პერიოდის დასაწყისიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ დროში 3 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და ასეთივე შედეგიანობით ესროლა საჯარიმოებიც.
საუკეთესო ისევ პაოლო ბანკერო გახდა, რომელმაც 29 ქულა დააგროვა. ორლანდოს ძირითადმა ცენტრმა, ვენდელ კარტერმა 8 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მიითვალა 31 წუთში. შემდეგი მატჩი ორლანდოს 27 ოქტომბერს, მემფისში, გრიზლისთან ელის.
GIPHY App Key not set. Please check settings