in

ბითაძის კიდევ ერთი ორმაგი დუბლი: ქართველების 150

გოგა ბითაძემ მორიგი დუბლი გააკეთა და NBA-ში თავისი მე-18 ორმაგი დუბლი მიითვალა. ეს იმითაც არის საინტერესო, რომ ზოგადად ქართველების ორმაგი დუბლი დაამრგვალდა – 150. პირველი, 25 წლის წინ, 1999 წელს ვლადიმერ სტეფანიას ანგარიშზეა.

„ორლანდომ“ შინ „ოკლაჰომასთან“ წააგო – 105:99.

ბითაძე ისევ სასტარტოში იყო. 27:13 წუთი ითამაშა, 15 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მოაგროვა. მის ანგარიშზე 8-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმოა.

„ორლანდოს“ 17 მოგება, 12 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. მორიგ შეხვედრას კი 22 დეკემბერს “მაიამი ჰიტის” წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველომ 2024 წელი 68-ე ადგილზე დაამთავრა

კარგი ამბავი ხვიჩაზე: კვარამ შეიძლება 29-ში ითამაშოს