გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ის რეგულარული სეზონის დაწყებამდე მორიგი საგამოფენო მატჩი გამართა. ფლორიდელებმა საკუთარი მოედანზე „ნიუ ორლეანსთან“ წააგეს – 92:104.
ქართველმა ცენტრმა 12 წუთი ითამაშა და 9 ქულას, 4 მოხსნასა და 2 შედეგიან პასს მოუყარა თავი. ბითაძემ 5 დან 4 სროლა გამოიყენა (80%).
აღსანიშნავია, რომ ბითაძემ ქულები ბოლო მეოთხედში მოიპოვა.
რეგულარული სეზონისთვის მზადებას „ორლანდო“21 ოქტომბერს ბრაზილიურ „ფლამენგოსთან“ ამხანაგური შეხვედრით დაასრულებს.
სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს გოგა ბითაძის გუნდი 26 ოქტომბერს შინ „ჰიუსტონ როკეტსთან“ ჩაატარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings