სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ „ჰიუსტონ როკეტსს“ უმასპინძლა და 121:139 დამარცხდა. სტუმრად 116:135 დათმო გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „დეტროიტ პისტონსთან“. როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდი სეზონში ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა. მათ მხოლოდ გახსნითი მატჩები მოიგეს.
გოგა ბითაძე სათადარიგო იყო, 27 წუთი ითამაშა და 10 ქულასთან ერთად 6 მოხსნა ჩაიწერა. მან 5-დან 5 ორქულიანი გამოიყენა, რასაც 2 პასი და 1 დაფარება მიამატა.
ორლანდოელებს გაუჭირდათ კეიდ კანინგემის შეჩერება, რომელმაც 30 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა.
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტოს“ მარცხი კი მნიშვნელოვნად განაპირობა ჰიუსტონელი კევინ დურანტის კარგმა თამაშმა, რომელმაც 31 ქულა ჩააგდო (8-დან 4 სამიანი).
ქართველ ფორვარდს 16 წუთი ერგო, 10 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. სანდრომ ორ-ორი საჯარიმო და სამიანი სტყორცნა და თითო ჩააგდო, ხოლო ორქულიანი 4-დან 3 გამოიყენა.
„ტორონტო“ მომდევნო მატჩს 1 ნოემბერს „კლივლენდთან“ ითამაშებს, ხოლო „ორლანდო“ 31 ოქტომბერს „ნიუ ორლეანს“ ესტუმრება.
1tv.ge


GIPHY App Key not set. Please check settings