in

ბითაძე ორლანდოში დარჩა: 25 მილიონი სამ წელიწადში

გოგა ბითაძემ “ორლანდო მეჯიქთან” ახალი, 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას ESPN-ის ჟურნალისტი ადრიან ვოინაროვსკი ავრცელებს.

ქართველი სამი წლის განმავლობაში, ჯამში, 25 მილიონ ევროს მიიღებს.

ბითაძით დაინტერესებას NBA-ს და ევროლიგის არაერთი კლუბი გამოთქვამდა, თუმცა გოგასთვის პრიორიტეტული ვარიანტი “მეჯიქში” დარჩენა აღმოჩნდა.

„ორლანდომ“ ცოტა ხნის წინ NBA-ის ორგზის ჩემპიონი კენტავიუს კალდველ-პოუპი დაიმატა, ხოლო ცენტრალურ თავდამსხმელთან, აიზეა ჰარტენშტაინთან კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივა.

24 წლის ცენტრმა გასულ სეზონში “ორლანდოს” რიგებში 62 მატჩი ჩაატარა, მოედანზე საშუალოდ 15.4 წუთს ატარებდა, რა დროშიც 5.0 ქულას, 4.6 მოხსნას, 1.3 შედეგიან პასს და 1.2 დაფარებას აგროვებდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დღეს საქართველო ოლიმპიადაზე მოხვედრისთვის ბრძოლას იწყებს

როგორ ითამაშა საქართველომ ევროპაზე… სტატისტიკურად