ამერიკული საკალათბურთო ფორუმი „we talk hoops” თვითერ გვერდზე აქვეყნებს ცნობას, რომლის მიხედვითაც, გოგა ბითაძე და მაილს ტერნერი, შესაძლოა, „ლეიკერსში“ აღმოჩნდნენ.
შეგახსენებთ, რომ ტერნერი გოგას პირდაპირი კონკურენტია და უპირველესი მიზეზი იმისა თუ რატომ აქვს გოგას ნაკლები სათამაშო დრო, სწორედ მაილს ტერნერია.
რაც შეეხება გაცვლის პირობებს. „ინდიანა პეისერსი“ რასელ უესტბრუკს, ტაილერ ჰორტონ-ტაკერსა და 2025 წლის პირველი რაუნდის პიკს მიიღებს, ხოლო „ლეიკერსი“ მაილს ტერნერსა და გოგა ბითაძეს.
ამის შესახებ ოფიციალური ცნობა ჯერ არ გვაქვს, თუმცა კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება.
GIPHY App Key not set. Please check settings