in

ბითაძე კარისთან: გოლდენ სტეიტი ქართველის დამატებას განიხილავს

ზაფხულში შესაძლოა, “გოლდენ სტეიტმა” “ორლანდო მეჯიქს” გოგა ბითაძის სანაცვლოდ გაცვლა შესთავაზოს, ამის შესახებ ინფორმაციას Clutchpoint-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, “ოქროსშტატელებმა” “მეჯიქს” ქართველის ნაცვლად მოუზეს მუდის შესთავაზებს.

“მოუზეს მუდი “გოლდენ სტეიტის” ხელმძღვანელების ერთ-ერთი ფავორიტი კალათბურთელია, რადგან უდიდესი პოტენციალი აქვს. მიუხედავად ამისა, მუდიმ პლეი-ოფი ჩააგდო, რის გამოც, შესაძლოა “გოლდენმა” გაცვალოს.

თავის მხრივ, “ორლანდო მეჯიქი” არის გუნდი, რომელიც კარგი მსროლელების ნაკლებობას განიცდის და მათი არსენალი ერთფეროვანია. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, მათთვის მუდის დამატება მომგებიანი გამოდგეს და “გოლდენ სტეიტს” მოუზესის სანაცვლოდ გოგა ბითაძისა და ტრისტან და სილვას ვარიანტები შესთავაზოს”, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში გოგამ “ორლანდოს” მაისურით 70 შეხვედრა ჩაატარა, ქართველი ცენტრი საშუალოდ 7.2 ქულას, 6.6 მოხსნას, 2 შედეგიან პასს, 1.4 დაფარებასა და 0.7 ჩაჭრას აგროვებდა.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ივნისში საქართველო ექსპერიმენტული იქნება: ლიდერები არ ჩამოვლენ – ეროვნული ფეხბურთელებს ახალგაზრდულს დაუთმობს

ველოდებით ხვიჩას 22 სექტემბერს პარიზში: ოქროს ბურთის დაჯილდოებაა