„ორლანდო მეჯიქს“ ცენტრი ვენდელ კარტერი დაუბრუნდა, რომელიც გუნდს ტრავმის გამო ორი თვე ვერ ეხმარებოდა. იგი მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში ჩასვა, რაც გოგა ბითაძის სათადარიგოებში გადაყვანას ნიშნავდა. კარტერმა 23 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბითაძემ 12 წუთში 4 ქულა, 6 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასი.
რომელი კალათბურთელი უნდა იყოს სასტარტოში, ეს მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია, თუმცა ფაქტი ერთია – როდესაც გოგა ბითაძე მოედანზე დგას, მეტოქეს ფარქვეშიდან შეტევა ძალიან უჭირს. დიდწილად სწორედ ამიტომ მოიგო „ორლანდომ“ ზედიზედ 18 მატჩი.
„მაიამისთან“ კი 106:115 დამარცხდა და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეოთხე პოზიციაზე ჩაინაცვლა. მომდევნო მატჩს 22 დეკემბერს სტუმრად „მილუოკისთან“ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings