მოლოდინი არ გამართლდა: მაილს ტერნერის არყოფნაში გოგა ბითაძეს დიდი სათამაშო დრო არ მიეცა.
ქართველმა ცენტრმა პარკეტზე მხოლოდ 3 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 3 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო “პეისერსის” ლიეტუველი კალათბურთელი დომანტას საბონისი იყო, რომელსაც სამმაგი დუბლი ჰქონდა-20 ქულა,12 მოხსნა და 10 ასისტი.
“ინდიანა პეისერსმა” “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” 111:104 დაამარცხა. “ინდიანას” 16 გამარჯვება და 29 მარცხი აქვს, რის შემდეგაც აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings